logo
ENG



45-მდე რადიო მაუწყებელი გიორგი გახარიას 4-პუნქტიანი გეგმით მიმართავს

24 იან 202100:37
3 წუთის საკითხავი
clock 891
2021/01/24/4bwmprp873wc39g.jpg

საქართველოს რადიოგაერთიანება, 45-მდე რადიომაუწყებელი პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას 4-პუნქტიანი გეგმით მიმართავს და ღია წერილს აქვეყნებს, სადაც მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 

როგორც რადიოგაერთიანების განცხადებაშია ნათქვამი, 2020 წლის პირველი 3 კვარტალი რადიომაუწყებლობის სექტორმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ზე მეტი კლებით დაასრულა.

"ეს გახლავთ ამ მედიაბიზნესის საშუალო მონაცემი, მაგრამ უმრავლესობა რადიოკომპანიებისთვის, ვარდნა ვარირებს 60-დან 100%-მდეც და საშუალო მაჩვენებლის შემთხვევაშიც კი ეს გახლავთ ის რიცხვი, რომლის გარეშეც კრიტიკულად რთულდება ყოველდღიური ოპერაციების წარმოება და ფინანსური ვალდებულებების ფონზე, მძიმე ეკონომიკურ წნეხს წარმოადგენს ამ კატეგორიის მედიაორგანიზაციებისთვის.

შექმნილ ვითარებაში კი იძულებულები ვიქნებით გავათავისუფლოთ თანამშრომლები, ვერ გადავიხადოთ გადასახადები, ვერ შევასრულოთ ვალდებულებები და ვერ უზრულველვყოთ მოქალაქეების ინფორმირება მაშინ, როდესაც ინფორმაციის გავრცელებას, სწორად მიწოდებას, ჩვენი დაფარვის სიხშირის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით სრულად მოცვას –  უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც პანდემიის დროს თავად მოქალაქეებისთვის, ასევე ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის,რომელსაც დამატებით, სამსახურის გარეშე დარჩენი", - აღნიშნულია განცხადებაში. 

რადიო მაუწყებლებს მიაჩნიათ, რომ "დასუსტებული რადიოსექტორის მიმართ სახელმწიფომ უნდა გაატაროს იმგვარი პოლიტიკა, რომ გადარჩეს რადიოსექტორი (მაგალითად, შეუმსუბუქოს სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე რეგულაციები), როგორც ეს გატარდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში".

"გადაიხედოს შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ (რადგან ამ ორგანიზაციის 100 % წილის მფლობელი სახელმწიფოა) სატარიფო პოლიტიკა. მოხდეს ანძის არსებული საიჯარო გადასახადის 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე სუბსიდირება, ხოლო 2022 წილიდან ტარიფების შემცირება.იმ რადიო კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ვალი, ეპატიოს დავალიანება ან მოხდეს სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან.

რადიო სამაუწყებლო კომპანიები განთავისუფლდნენ ა) დღგ-ს გადასახადების გადახდისგან 2021 წლის ბოლომდე. ბ) საშემოსავლო გადასახადისგან და ქონების გადასახადისგან კრიზისული 2 წლის განმავლობაში.

რადიოსექტორის, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ გატარდეს კომუნალური გადასახადების გაუქმება 2 წლის ვადით, მათ შორის, ელექტროენერგიის გადასახადის სრული სუბსიდირების პოლიტიკა;

ერთობლივად შევიმუშავოთ რადიოსექტორის ფინანსური დახმარების მოქნილი და რადიო კომპანიების კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პაკეტები. სხვა ქვეყნების ხელისუფლებების საუკეთესო მაგალითების ( მათ შორის: სპეციალური ფონდების შექმნა) მიხედვით და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით", - ამბობენ გაერთიანებაში.


close დახურვა