logo
ENG



ვაშაძის თქმით, დემონსტრაციულად დაარღვია კარანტინის წესი

24 იან 202117:03
3 წუთის საკითხავი
clock 522

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ მან PCR ტესტი გაიკეთა, სრულიად ჯანმრთელია, არ აპირებს სახლში ყოფნას და დემონსტრაციულად არღვევს იზოლაციის წესს.

ვაშაძეს თქმით, ამერიკაში ყოფნისას PCR ტესტის წარდგენის დროს გადაადგილებაზე შეზღუდვა არ ქონია.

"ჩამოვედი საქართველოში და გამომიწერეს 12-დღიანი კარანტინი. მიუხედავად იმისა, რომ დავრეკე ცხელ ხაზზე, ვუთხარი, რომ ტესტი გავიკეთე და ჯანმრთელი ვარ, მეორედაც ვუთხარი, რომ კიდევ გავიკეთებ, ოღონდ გამომიშვით გარეთ, ამბობენ, რომ არა და უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულოად ვარღვევ ამ უაზრო შეზღუდვას", - განუცხადა ჟურნალისტებს ვაშაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული შეზღუდვების მოხსნის მოთხვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული შეზღუდვები მოხსნას ითხოვდნენ. 

აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ეს მხოლოდ გამარფთხილებელი აქციაა და იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ დროში ხელისუფლება მათ მოთხვნებს არ შეასრულებენ, აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა