logo
ENG



NDI: მოსახლეობის 31% ამბობს, რომ ქართული ოცნება მათ შეხედულებებთან ახლოს დგას

25 იან 202112:38
3 წუთის საკითხავი
clock 554
NDI: მოსახლეობის 31% ამბობს, რომ ქართული ოცნება მათ შეხედულებებთან ახლოს დგას

NDI-ის დეკემბრის კვლევით, მოსახლეობის მხოლოდ 31% პასუხობს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მმართველი პარტია, ქართული ოცნება დგას. ამავე საკითხზე 25% ამბობს, რომ არცერთი პარტია არ დგას ახლოს მათ შეხედულებებთან და მხოლოდ, 5% ასახელებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. 

კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.


close დახურვა