logo
ENG



NDI: დეკემბრის მონაცემებით, მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს

25 იან 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock 612
NDI: დეკემბრის მონაცემებით, მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით,  მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. 

38% - უარყოფითად. 

11%-ს არ აქვს პასუხი კითხვაზე. 

2020 წლის ნოემბერში მთავრობის საქმიანობას დადებითად 30% აფასებდა, უარყოფითად - 58%; 

რაც შეეხება ლიდერებს და ინსტიტუტებს - გიორგი გახარიას მუშაობას დადებითად 46% აფასებს. საშუალოდ - 32%; 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 14%, საშუალოდ - 36%, უარყოფითად - 23%. 

პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს 15%, საშუალოდ - 36%, უარყოფითად - 27%. 

ქართული ოცნების გამოკითხული მხარდამჭერების (31%) 62% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უფრო მეტად ჩართავს საპარლამენტო მუშაობაში, ხოლო 44% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი ხალხს ჩართავს უფრო მეტად. 

ოპოზიციის გამოკითხული მხარდამჭერების (14%) 20% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი მუშაობაში ორგანიზაციებს ჩართავს, 54% მიიჩნევს, რომ არ ჩართავს. 15% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი ხალხს მუშაობაში ჩართავს, 65% მიიჩნევს, რომ არ ჩართავს. 

კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.


close დახურვა