logo
ENG



NDI: მოსახლეობის მხოლოდ 23% ამბობს, რომ 2016-ის შემდეგ ის და მისი ოჯახი "უკეთესადაა"

25 იან 202112:52
3 წუთის საკითხავი
clock 359
NDI: მოსახლეობის მხოლოდ 23% ამბობს, რომ 2016-ის შემდეგ ის და მისი ოჯახი "უკეთესადაა"

NDI-ის დეკემბრის კვლევის შედეგებით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 45% ამბობს, რომ 2016 წლის შემდეგ ის და მისი ოჯახი "იგივე მდგომარეობაშია". ამ კითხვაზე, მხოლოდ მათი 23% პასუხობს "უკეთესად", ხოლო 32% - "უარესად". 

კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.


close დახურვა