logo

NDI: სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა მოსახლეობის უმეტესობისთვის მთავარი საკითხია

25 იან 202113:18
3 წუთის საკითხავი
clock 156
2021/01/25/78w6swvbwyij4f4.jpg
Formula/Vakho Kareli

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხები ასე განაწილდა: 

სამუშაო ადგილები - 46%; 

სიღარიბე - 37%; 

ფასების ზრდა/ინფლაცია - 31%; 

ტერიტორიული მთლიანობა - 22%

კორონავირუსი - 16%; 

კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

close დახურვა