logo
ENG



NCDC: საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა 43% 70 წელზე ნაკლები ასაკის იყო

26 იან 202101:53
3 წუთის საკითხავი
clock 1063
2021/01/26/ntton4jzyu7yaxz.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების 43%-ის ასაკი 70 წელზე ნაკლები იყო.

NCDC-ს ცნობით, გარდაცვალების შემთხვევათა 30% - 70-79 წლის, ხოლო 27% - 79 წელზე მეტი ასაკის პაციენტებზე მოდიოდა. სქესის მიხედვით 55.4%-ს შეადგენდნენ კაცები და 44.6% - ქალები.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 62.2%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 52%-ს ​კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, 17.3%-ს დიაბეტი, ხოლო 4.3%-ს ონკოლოგიური დაავადება.

"ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში დაავადების სიმძიმე იყო მძიმე ან კრიტიკული. ყველა შემთხვევაში დაავადება გართულებული იყო სუნთქვის უკმარისობით. გარდაცვლილთა 98.2%-ს აღენიშნებოდა პნევმონია , რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 25.4%-ს, ხოლო 23.5%-ში განვითარდა გულის უკმარისობა", - ნათქვამია ანგარიშში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 253 816 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 243 396 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 071 კი გარდაიცვალა.


close დახურვა