logo
ENG



NCDC: 2020 წელს, საქართველოში COVID-19-ით მედპერსონალის 62 წარმომადგენელი გარდაიცვალა

26 იან 202102:40
3 წუთის საკითხავი
clock 714
2021/01/26/zz1o4t61bnqtm2w.png

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის 62 წარმომადგენელი გარდაიცვალა.

NCDC-ს ცნობით, 30-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი გარდაცვლილთა 71%-ს შეადგენს.

"მედპერსონალის ლეტალური შემთხვევების უმეტესი წილი (90%) ფიქსირდება სამედიცინო დაწესებულებაში. რისკის ჯგუფების მიხედვით, გარდაცვლილი მედპერსონალის 64.5% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელი იყო", - ნათქვამია ანგარიშში.

​NCDC-ს ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები. მათივე ცნობით, სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა 24 გარდაცვლილს (38.7%), მათ შორის უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდნენ.


close დახურვა