logo
ENG



ფონიჭალაში რამდენიმე შეკვრა ჰეროინისა და მარიხუანის შენახვის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს

26 იან 202110:03
3 წუთის საკითხავი
clock 446

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია ცოლ-ქმარი, რომელთაც ერთი წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ არის. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბრალდებული ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერა, როდესაც ისინი თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში გადაადგილდებოდნენ.

უწყების მტკიცებით, მათ რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა