logo
ENG



ტიკარაძე: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დადებითობის მაჩვენებელი 5-დან 8%-მდე მერყეობს

26 იან 202113:14
3 წუთის საკითხავი
clock 476

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით დადებითობის მაჩვენებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5-დან 8%-მდე მერყეობს.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, 4%-ზე დაბალი მაჩვენებელი ამ დროისთვის მხოლოდ აჭარაში ფიქსირდება.

"ახალა არის ცვალებადი, აჭარაში არის 4%-ზე დაბალი, თუმცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს მაჩვენებელი მერყეობს 5-დან 8%-მდე", - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია. მისივე თქმით, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, მათ მიერ წარმოდგენილ შეზღუდვების მოხსნის გეგმას დააჩქარებენ.

26 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა, 1050 კი გამოჯანმრთელდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 349 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენით, 11 492 კი PCR ტესტით.


close დახურვა