logo
ENG



"ჩელსის" მწვრთნელად ტომას ტუხელი დაინიშნა

26 იან 202122:13
3 წუთის საკითხავი
clock 955
2021/01/26/mtm5vprti095jl9.jpg

საფეხბურთო კლუბ ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად გერმანელი ტომას ტუხელი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ფრენკ ლამპარდის ადგილი დაიკავა. ინფორმაციას "ჩელსის" ოფიციალური Facebook-ის გვერდი ავრცელებს.

"ჩელსიმ" ლამპარდი გუშინ, 25 იანვარს ბოლო დროს კლუბის ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლა.

ტუხელის ბოლო სამუშაო ადგილი "პსჟ" იყო, საიდანაც ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს.


close დახურვა