logo
ENG



შრომის ინსპექციამ ბათუმში დააჯარიმა რესტორანი, სადაც 10-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი

02 თებ 202110:26
3 წუთის საკითხავი
clock 422
შრომის ინსპექციამ ბათუმში დააჯარიმა რესტორანი, სადაც 10-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი

შრომის ინსპექციის ცნობით, ბათუმში დააჯარიმეს რესტორანი, სადაც 10-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. 

უწყება აცხადებს, რომ კობალაძის ქუჩაზე მდებარე რესტორნის დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიება მიმდინარეობდა. 

"ვინაიდან ეს აკრძალულია საქართველოს მთავრობის #322-ე დადგენილებით, შ.პ.ს-ს მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქცია და ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით". - აცხადებს შრომის ინსპექცია. 

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კაფე რესტორნებს მუშაობა აკრძალული აქვთ. უცნობია, როდის მიეცემათ მათ ამის უფლება. რესტორატორები ასობთ ათას დაკარგულ სამუშო ადგილზე ლაპარაკობენ. 


close დახურვა