logo
ENG



პენიტენციური: ამნისტიის შედეგად საპატიმროები 189 პატიმარმა დატოვა

10 თებ 202110:41
3 წუთის საკითხავი
clock 460
2021/02/10/dpecepibgcqe5no.jpg

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამნისტიის შედეგად საპატიმროებიდან 189 პატიმარი გათავისუფლდა. 9 თებერვლის მდგომარეობით პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვა 170-მა მსჯავრდებულმა და 19-მა ბრალდებულმა პირმა

უწყების ინფორმაციით, 170 მსჯავრდებულიდან 83 მოქალაქე სასამართლო განჩინებით დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმროდან.

"53-მა მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელის განახევრების შედეგად დატოვა საპატიმრო. 33 მსჯავრდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად გათავისუფლდა. ერთ მსჯავრდებულს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით, საპატიმროებიდან გათავისუფლებული 170 მსჯავრდებულიდან 10 გათავისუფლებული ქალი მჯავრდებულია.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან სასამართლოებში სულ 4055 პატიმრის საქმე არის გაგზავნილი მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

"ამნისტიის შესახებ" კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო.


close დახურვა