logo
ENG



ხაზარაძე ხელისუფლებას: გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები, დაგველაპარაკეთ პირისპირ

10 თებ 202114:22
3 წუთის საკითხავი
clock 361
2021/02/10/uxl1qr9a8ts2woi.jpg

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას სატელევიზიო სივრცეში დებატების მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც Facebook-ზე ხაზარაძე წერს, ოპოზიციას კარი აქვს ჩაკეტილი ტელეკომპანია იმედსა და სხვა სახელისუფლო არხებზე, რადგან ხელისუფლებას არ აქვს პასუხი მწვავე კითხვებზე.

ხაზარაძის თქმით, საზოგადოება ორადაა გახლეჩილი და არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ ოცნება არ დადის დებატებზე.

"არ ეწყობა დებატები, არ მიმდინარეობს დიალოგი, რადგან ხელისუფლებას არ აქვს პასუხი მწვავე კითხვებზე, ვერ ხედავს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და არ აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაში არ ვესაუბრებით, თუ საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებით და მხოლოდ მომხრეებთან ვგრძნობთ თავს კომფორტულად?! ხელისუფლებას მოვუწოდებთ - გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები, დაგველაპარაკეთ პირისპირ და საჯაროდ ხალხის თვალწინ და თვალი გაუსწორეთ რეალობას!", - წერს ხაზარაძე.

ხაზარაძე აცხადებს, რომ მხოლოდ კამათსა და აზრთა ჭიდილში დაიბადება ჭეშმარიტება.


close დახურვა