logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია

11 თებ 202118:36
3 წუთის საკითხავი
clock 327
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია
ფოტო: ლადო ბიჭაშვილი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, ერიკ დრულევის უკანონოდ დაკავების მომენტიდან, უწყების მიერ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება, რის ფარგლებშიც საოკუპაციო რეჟიმთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა.

მათივე თქმით, პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

შეგახსენებთ, რომ დრულევი საოკუპაციო ძალებმა 5 თებერვალს, საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს

 

 

close დახურვა