logo
ENG



გომელაური ესებუაზე: ოპერატიული სამსახური მუშაობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ

21 თებ 202119:38
3 წუთის საკითხავი
clock 1004
გომელაური ესებუაზე: ოპერატიული სამსახური მუშაობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ბადრი ესებუას "რაც შეიძლება სწრაფად დასაკავებლად" ოპერატიული სამსახური მუშაობს.

"ოპერატიული სამსახური მუშაობს მაქსიმალურად, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ", - თქვა მან პარლამენტში ალეკო ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ. 

გომელაურმა ისაუბრა, რომ ზოგადად ეს სპეცოპერაცია მაღალ დონეზე ჩატარდა. მისივე თქმით, ის ამაყია, რომ არავინ დაშავებულა.

"ოპერაცია იყო ძალიან კარგად, მაღალ დონეზე ჩატარებული. მე თვითონ მაქვს ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობა მიღებული, ძალიან კარგად ვიცი ეგ საქმე, ამერიკაში ვიყავი სწავლებაზე, 10 კურსი მაქვს გავლილი, არა ორდღიანი და სამდღიანი სემინარები, არამედ სამთვიანი და ოთხთვიანი ანტიტერორისტული კურსები.

იქ თემა რაც იყო, საშიში იყო, რომ ადამიანები დაღუპულიყვნენ. მე ნამდვილად ამაყი წამოვედი იქიდან და არა ის, რომ ნამუსი მაწუხებს, მე რომ აქ ვზივარ, ახლა, ესებუას თემიდან გამომდინარე კიდევ მინისტრი უნდა ვიყო თუ არა. პირიქით, ნამდვილად ამაყი ვარ, რომ არც ერთი ადამიანი არ დაშავდა, არავის ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდა. ამაზე მე თამამად შემიძლია ვისაუბრო", - განაცხადა გომელაურმა.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი - ბადრი ესებუა შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 


close დახურვა