logo
ENG



პრესსამსახური: ბარამიძემ დაზიანებები მიიღო და გონება დაკარგა, ის, სავარაუდოდ, კლინიკაშია

23 თებ 202110:46
3 წუთის საკითხავი
clock 14059
2021/02/23/xl630xzq3j4t8hl.png

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო და გონება დაკარგა.

მათ ფორმულას განუცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, სად იმყოფება ბარამიძე, მათივე ცნობით, ის, სავარაუდოდ, პოლიციამ კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტიის ოფისთან 21 პირი დააკავეს, მათ შორის არის თუ არა ბარამიძე, უწყებაში, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ. 

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

განახლება: გიორგი ბარამიძე ნაციონალური მოძრაობის ოფისში დაბრუნდა.


close დახურვა