logo
ENG



ევროკავშირის ელჩი: საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას

23 თებ 202113:27
3 წუთის საკითხავი
clock 826
ევროკავშირის ელჩი: საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ საერთო ენის გამონახვის მცდელობები უნდა გაგრძელდეს.

"ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას", - წერია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაში.

 

close დახურვა