logo
ENG



უდუმაშვილი: მზად ვართ დიალოგისთვის იმ პირობით, რომ მაგიდის ერთ მხარეს მელია იჯდეს

23 თებ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock 2798
უდუმაშვილი: მზად ვართ დიალოგისთვის იმ პირობით, რომ მაგიდის ერთ მხარეს მელია იჯდეს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი პრემიერ ღარიბაშვილს პასუხობს დიალოგის დაწყებაზე და პირობას უწესებს, რომ "მაგიდის მეორე მხარეს ნიკა მელია უნდა იჯდეს". 

"ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ცინიკურია, როდესაც ერთი ხელით ადამიანი გთავაზობს, დიალოგის მაგიდას მიუჯდე და მეორე ხელით ავტორია იმ ყველაფრისა, რისი მოწმეც მთელი მსოფლიო იყო, თუ რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის ოფისში. მზად ვართ დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ იმ პირობით, რომ ამ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია.  როდესაც საუბრობენ პარლამენტში შემოსვლაზე, ამასაც ფასი აქვს", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

 

 


close დახურვა