logo
ENG



თურნავა: რკინიგზა ორ დღეში განაახლებს მუშაობას

25 თებ 202112:19
3 წუთის საკითხავი
clock 797
2021/02/25/u15mh3bpbwbyo2w.jpeg

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზა ორ დღეში განაახლებს მუშაობას.

"დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნა. საქართველოს რკინიგზაც ორ დღეში, პრაქტიკულად, განაახლებს [მუშაობას]. გარკვეული 1-2 დღიანი მომზადება დასჭირდა და განაახლებს მარშრუტებს და განრიგს გამოაცხადებს. მთავარია ეს დადებითი ტალღა შენარჩუნდეს", - განაცხადა თურნავამ.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების ნაწილი დღეიდან, 25 თებერვლიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება.  


close დახურვა