logo
ENG



ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსმა სამხედროებმა მორიგი წვრთნები დაიწყეს

25 თებ 202115:57
3 წუთის საკითხავი
clock 908
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსმა სამხედროებმა მორიგი წვრთნები დაიწყეს

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ერგნეთში რუსმა სამხედროებმა წვრთნები დაიწყეს და სროლის ხმა ისმის. ინფორმაციის გადასამოწმებლად ფორმულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. 

როგორც უწყებაში ამბობენ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, გარკვეული პერიოდულობით, ადგილზე ხორციელდება უკანონო სამხედრო წვრთნები.

სუს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განხილვის ძირითად საკითხს. უკანონო სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას. ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას",- აცხადებენ სუს-ში


close დახურვა