logo
ENG



კორონავირუსის 461 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,01%-ია

02 მარ 202110:41
3 წუთის საკითხავი
clock 593
კორონავირუსის 461 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,01%-ია

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 461-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 163 ადამიანი, 12 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 900 კვლევა, აქედან 16 895 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6 005 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,01%-ია, ბოლო 14 დღის - 1,78%, ბოლო 7 დღის - 1,4%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 271 379-ს შეადგენს. აქედან 265 686 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 532 გარდაიცვალა.


close დახურვა