logo
ENG



ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურემ თავი მოიკლა, დაწყებულია გამოძიება

04 მარ 202100:59
3 წუთის საკითხავი
clock 478

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გუშინ, 3 მარტს, მორიგეობისას, კუთვნილი ავტომატური იარაღის გამოყენებით თავი მოიკლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტრო გამოძიების პირველად ინფორმაციასაც ავრცელებს და აცხადებს, რომ თვითმკვლელობა გარდაცვლილის "ოჯახურ პრობლემებს" უკავშირდებოდა. 


close დახურვა