logo
ENG



ჯაფარიძე ღარიბაშვილზე: ეს იყო პიარული განცხადება, ანაკლიაში არანაირი ინვესტორი არ მოვა

04 მარ 202118:03
3 წუთის საკითხავი
clock 1216
ჯაფარიძე ღარიბაშვილზე: ეს იყო პიარული განცხადება, ანაკლიაში არანაირი ინვესტორი არ მოვა

ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება "პიარული სვლა იყო".

ჯაფარიძემ, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, პორტის პროექტთან დაკავშირებით გადაცემა კომენტარში ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო, ახალი ინვესტორის შემოყვანა შეუძლებელი იქნება.

"დღემდე რაც ვნახეთ, იყო ის, რომ ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტის დამფუძნებლების დევნა, ამისათვის აქტიურად გამოიყენებოდა პროკურატურა. უპრეცედენტო დევნას ჰქონდა ადგილი იმ თვალსაზრისითაც, რომ 75 მილიონი დოლარის მითვისების, ანუ ექსპროპრიაციის მცდელობა არის საქართველოს მთავრობის მხრიდან. ბევრი რამ ვნახეთ, გარდა უპრეცედენტო მხარდაჭერისა, რაზეც საუბრობდა დღეს ღარიბაშვილი.

ეს იყო პიარული განცხადება. რა თქმა უნდა, არანაირი ინვესტორი არ მოვა ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად, როდესაც უკვე ცნობილია, რომ 75 მილიონი დოლარის მითვისების მცდელობას აქვს ადგილი საქართველოს მთავრობის მხრიდან, როდესაც მათ პრაქტიკულად გააუქმეს, შეაჩერეს პროექტის განხორციელება, გააუქმეს ცალმხრივად ხელშეკრულება. ამავდროულად მიმდინარეობს დავა ჟენევასა და ვაშინგტონში", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 4 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად უახლოეს მომავალში ახალი ინვესტორის ძიებას დაიწყებს. მანვე აღნიშნა, რომ "მთავრობას ანაკლიის პროექტის მიმართ ყოველთვის უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა".

რა ვიცით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე - იხილეთ აქ.


close დახურვა