logo
ENG



უგულავა: არ ვიზიარებ სააკაშვილის პათოსს, იმიტომ რომ პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს

04 მარ 202119:50
3 წუთის საკითხავი
clock 694
უგულავა: არ ვიზიარებ სააკაშვილის პათოსს, იმიტომ რომ პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს

პოლიტიკოსი გიგი უგულავა ვადამდელი არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს". 

როგორც უგულავამ მთავარის ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე პლებისციტზე საუბარი ნაადრევია. ამასთან, მისივე თქმით, "პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება მიუღებელია". 

"არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვთვლი, რომ სანამ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება და მით უმეტეს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე პრინციპით, ანუ 30 მაჟორიტარი, თუ რამე არის ივანიშვილის, მინდა, მიხელ სააკაშვილს შევახსენო, ეს სწორედ 30 მაჟორიტარია...

ყველას აქვს თავის პირადი აზრი, მაგრამ მეგობრულად მინდა ვთხოვო მათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტსაბჭოს კენჭი აქვს ნაყრელი და მიღებული აქვს, რომ იდეაში შეიძლება განიხილოს 2021 წლის განმავლობაში პლებისციტის იდეა. უადგილოდ მიმაჩნია ახლა პლებისციტზე საუბარი. პრინციპულად ვერ მივიღებ იმ პოზიციას, რომ პლებისციტი ბიძინას იდეაა, არანაირი ბიძინას იდეა არ არის, თუ რამე არის ბიძინას იდეა, ეს არის შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდი ხანი ეს მავნებლური სისტემა, რომელიც თავის თავში მაჟორიტარებს გულისხმობს", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ოპოზიცია პლებისციტის მოდელს, რომელსაც მათ თავს ივანიშვილი ახვევს, არ უნდა დათანხმდეს. სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პლებისციტის ჩატარებით დროის გაწელვა სურს. 

ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილი პლებისციტის ჩატარების პერიოდში ეცდება "ქვეყნიდან გაყაროს" ასობით ათასი აქტიური ამომრჩეველი და ამით დამატებითი უპირატესობა შეიქმნას.

იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით. პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა. ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

4 რაუნდის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, შეხვედრაზე პლებისციტზე არ უსაუბრიათ.


close დახურვა