logo
ENG



ნუცუბიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

04 მარ 202123:08
3 წუთის საკითხავი
clock 1510
2021/03/04/00sv2uvi8njkrm7.jpg

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა.

როგორც ფორმულას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, აფეთქებას ხანძარი ან ნგრევა არ მოჰყოლია.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟებია მობილიზებული.

აფეთქების გამოწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა