logo
ENG



ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 22 022 ტესტი

05 მარ 202110:49
3 წუთის საკითხავი
clock 790
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 22 022 ტესტი

სამთავრობო ვებგვერდ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 390 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 022 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 672 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 262-ს.

4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.31%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 172 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 253-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.


close დახურვა