logo

ზარქუას თქმით, წიწაკის სპრეის მეშვეობით მელიას დაკავება გომელაურის პროფესიონალიზმს აჩვენებს

05 მარ 202115:24
3 წუთის საკითხავი
clock 1165
2021/03/05/jjhdaociwh2923x.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მისულ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიმართა და ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების "საპოლიცო ღონისძიებისთვის" შეაქო. ზარქუამ გომელაურს მადლობა გადაუხადა, რომ მელიას დაკავებისთვის მხოლოდ წიწაკის სპრეის გამოყენება გახდა საჭირო.

"ეს იყო ევროპული სტანდარტის საპოლიციო ღონისძიება, სადაც მიუხედავად იქ გამაგრებული გარკვეული ჯგუფებისა, მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ფაქტობრივად, წიწაკის სპრეის დახმარებით და ეს მიუთითებს თქვენს პროფესიონალიზმზე, რომ მეტი საჭიროება არ იყო", - განაცხადა ზარქუამ.

ნიკა მელია 23 თებერვალს, გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დააკავეს. ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ მას პოლიტიკური მოტივით დევნიან, ამიტომ თანხას არ გადაიხდიდა. მელიას დასაკავებლად პოლიცია პარტიის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

close დახურვა