logo
ENG



მდინარაძე: არჩევნები სამართლიანი იყო, ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ ბატონი გიგა და ბატონი მიხეილი

17 მარ 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock 912
ფოტო: ვახო ქარელი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო". 

"ყველა ამას ლაპარაკობს, ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ ბატონი გიგა[ბოკერია] და ბატონი მიხეილი [სააკაშვილი]. 

სამართლიანია - განცხადებებით, კონკურენტული - განცხადებებით.

თქვეს და დაწერეს. ასევე დაწერეს, რომ თავისუფალი იყო არჩევნები. კონკურენტული, თავისუფალია დასკვნებით. 

ეს ყველაფერი გვაძლევს ერთობლიობაში იმის განცხადების საშუალებას, რომ ლეგიტიმურია საერთო ჯამში ჩატარებული არჩევნები მთელი მსოფლიოსთვის, დასავლეთისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისთვის და გიგა ბოკერიასთვის. არ გამოვა ასე მსჯელობა. ბოკერია, სააკაშვილი და სხვები რომ სცდებიან დასავლეთს თავის მესიჯბოქსში, ეს სამწუხაროა მათთვის, მაგრამ ამ ქვეყანაში საზოგადოება ჩამოყალიბდა, შეთანხმდა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს". - თქვა მდინარაძემ

მდინარაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მისი გადასწყვეტი არაა, როდის უნდა ჩატარდეს საქართველოში არჩევნები.

ბორელმა თქვა, რომ "ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი". 

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებები კი დაცული იყო, თუმცა აღინიშნა დარღვევების შესახებ არსებული რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაც. 

მდინარაძე კი კვლავ ჟოზეფ ბორელის განცხადებას ეყრდნობა.

"კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე დაესვა ბეჭედი იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენება აღარავის შეუძლია. IRI-ს დასკვნამ ეს აჩვენა, ეუთო/ოდირის დასკვნამ ეს აჩვენა, განცხადებებმა მაღალი ტრიბუნიდან ეს აჩვენა, თუმცა რადიკალური ოპოზიციის სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს და მაინც იმავეს იმეორებენ", - ამბობს მდინარაძე. 


close დახურვა