logo
ENG



დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა

19 მარ 202123:23
3 წუთის საკითხავი
clock 1041
2021/03/19/jg9v50hio9wksgh.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. მან ვაქცინაციის ამსახველი ფოტო საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

„აცრის გაკეთება საუკეთესოა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ცხოვრების დასაბრუნებლად, ასე ძლიერ რომ გვენატრება", - წერს ჯონსონი.

მოსახლეობაში ვაქცინისადმი ნდობის ასამაღლებლად ასტრაზენეკათი აიცრა საფრანგეთის პრემიერმინისტრიც. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ კი ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება კვლავ დაიწყო.

ასტრაზენეკას ვაქცინას ეფექტიანი და უსაფრთხო უწოდა ევროპის წამლების სააგენტომ, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას მოაქვს უფრო მეტი სარგებელი ვიდრე რისკი". 

 

close დახურვა