logo
ENG



TKT.GE-ზე ესპანეთი საქართველოს მატჩზე გასაყიდი ბილეთების რიგში ამჟამად 18 000 ადამიანია

24 მარ 202113:02
3 წუთის საკითხავი
clock 1814
2021/03/24/pom43vc7i6ks596.jpg

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გასამართ მატჩზე საქართველოსა და ესპანეთს შორის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები TKT.GE-ზე იყიდება. 

როგორც TKT.GE-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ღონისძიებაზე მოთხოვნა დიდია და ბილეთების გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული რიგის საშუალებით.

"ამჟამად რიგშია - 18 774 მომხმარებელი, თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი ამ მდგომარეობით არის - 14 700 ! რიგის ნომერი მინიჭებულია ქრონოლოგიურად, 12 საათის შემდეგ მომხმარებელთა შემოსული მოთხოვნის მიხედვით. ამჟამად უკვე გაყიდულია 208 ბილეთი", - ნათქვამია განცხადებაში.

მატჩი 28 მარტს დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

 


close დახურვა