logo
ENG



შაბათის ფორმულა: ქალი პოლიციას ჰეროინის ჩადებაში ადანაშაულებს

27 მარ 202120:13
3 წუთის საკითხავი
clock 918

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქალი, რომელიც სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდის, პოლიციას ჰეროინის ჩადებაში ადანაშაულებს. შემთხვევა იმერეთის მხარეს, შორაპანში მოხდა. 

ქალი შაბათის ფორმულას თავად დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ ფაქტის თვითმხილველები მხოლოდ პოლიციელები არიან, საქმის მთავარი მტკიცებულება კი ოპერატიული ინფორმაციაა. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ბრალდებული ქალის ხანდაზმულ დედას პოლიციამ შვილის წინააღმდეგ ჩვენება მოტყუებით მიაცემინა. ნარკოტიკული საშუალება პირადი ჩხრეკის გარდა, პოლიციამ ბრალდებულის სახლიდანაც ამოიღო. 

შაბათის ფორმულას ცნობით, ქალი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, ჩაუდეს, პირველად ქუჩაში დააკავეს და პოლიციამ მისი ჩხრეკა ისე ჩაატარა, რომ დაკავებულის შვილს სახეზე ქუდი ჩამოაფარეს და არ მისცეს საშუალება რომ დედის აყვანისა და ჩხრეკისთვის თვალი ედევნებინა.

ქალი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ -  მიუხედავად იმისა რომ საქმეში პოლიციელების ჩვენების და მათი ოპერატიული ინფორმაციის გარდა, არაფერი დევს. 


close დახურვა