logo

ასლი: ეკონომიკას არტყამს ის, რაც 2013 წლიდან ხდება - კორუფცია, რეკეტი, სასამართლოში ჩარევა

02 აპრ 202113:45
3 წუთის საკითხავი
clock 237
ასლი: ეკონომიკას არტყამს ის, რაც 2013 წლიდან ხდება - კორუფცია, რეკეტი, სასამართლოში ჩარევა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალური მდივანი, ფასი ასლი ამბობს, რომ ეკონომიკურ მდგომარეობას აუარესებს არა პრიტესტი ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის წინააღმდეგ, არამედ ის, რაც საქართველოში 2013 წლიდან ხდება - კორუფცია, ნეპოტიზმი, ინვესტორების რეკეტი, სასამართლო სისტემაში ჩარევა. 

მან ფეისბუქზე დაწერა: 

"იმ "დრამის მეფეებსა და დედოფლებს", რომლებიც აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერის საწინააღმდეგო პროტესტი ეკონომიკისათვის დარტყმა იქნება, ვეტყვი:

არა! ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ პროტესტი ეკონომიკას ვერ დაარტყამს.

რამაც ეკონომიკას დაარტყა, ყოველ დღე ხდება 2013 წლიდან მოყოლებული, სისტემური კორუფცია და ნეპოტიზმი, გადაწყვეტილებების მიმღებთა სრული არაკომპეტენტურობა, უცხოელი ინვესტორების რეკეტი და შევიწროება, სასამართლო სისტემაში სისტემატური ჩარევა, რამაც მისი სრული დესტრუქცია გამოიწვია, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებისა და დევნის გამო მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა, ყოვლად უსარგებლო და პოპულისტური სოციალური პროგრამების დაფინანსება, რამაც ქვეყანა ვალებში დაახრჩო. ყველაფერი ამის შედეგია ნულოვანი ზრდა მშპ დოლარში ბოლო 8 წლის მანძილზე და ლარის სისტემატურად გაუფასურება, რომელიც სიღარიბის გავრცელებასა და უპრეცედენტო მასშტაბის ტვინების გადინებას უწყობს ხელს". - წერს ფადი ასლი.

31 მარტს საქართველოში რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი  დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. საზოგადოება მას პროტესტით შეხვდა, რის გამოც პოზნერს ქვეყნის დატოვება რამდენიმე საათში მოუწია. 

საქართველოს ექსპრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა პროტესტი "ზღვარგადასულ რეაქციად" შეაფასა, რომელიც "დააზიანებს "უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს", რაც შეიძლებოდა, ქვეყანას რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან მიეღო". 

close დახურვა