logo
ENG



ბათუმში საცხოვრებელი ჩამოინგრა, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა ორი

07 აპრ 202115:22
3 წუთის საკითხავი
clock 870
2021/04/07/38hzk54z84o2l9r.jpg

ბათუმში, ურეხის დასახლებაში საცხოვრებელი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო.

"დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაეწევათ შესაბამისი დახმარება.
ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე სულ მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 30 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით",- ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა