logo
ENG



სამხრეთ კარიბის აუზში მძინარე ვულკანი ამოფრქვევას იწყებს, დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია

09 აპრ 202118:05
3 წუთის საკითხავი
clock 744
2021/04/09/06ffqe219svn3o6.jpg

სამხრეთ კარიბის აუზში, სანტ ვინსენტსა და გრენადინებში არსებული ჩამქრალი ვულკანი La Soufriere ამოიფრქვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ვულკანი დღეს დილიდან "აფეთქების მდგომარეობაში" იმყოფება. 

ჩამქრალი ვულკანის გამოღვიძების შესახებ პირველად ინფორმაცია გვიან დეკემბერში გავრცელდა, გუშინ, 8 აპრილს კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ განგაშის ზარები შემოჰკრა მას შემდეგ, რაც ვულკანის ტერიტორიაზე სპეციალურმა სამსახურებმა რამდენიმე ნაპრალი შენიშნეს. 

პრემიერმინისტრმა რალფ გონსალვესმა მოსახლოების ევაკუაციის ბრძანება უკვე გასცა. ვულკანი ბოლოს 1979 წელს ამოიფქრვა, თუმცა ბუნებრივ კატასტროფას მაშინ მსხვერპლი არ მოჰყოლია, მოსახლეობის დროულად ევაკუირების წყალობით. 1902 წლის ამოფრქვევას კი 1700-მდე ადამიანი შეეწირა. 


close დახურვა