logo
ENG



გია გაჩეჩილაძე: ვაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას "აი ია"

09 აპრ 202122:41
3 წუთის საკითხავი
clock 1528
გია გაჩეჩილაძე: ვაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას "აი ია"
ვახო ქარელი/ფორმულა

გია გაჩეჩილაძე ცხრა აპრილის აქცია-მსვლელობის შემდეგ საზოგადოებრივ მოძრაობა აი იას აფუძნებს.

"უცნობის" განმარტებით, ამ ეტაპზე პოლიტიკური საქმიანობაზე ლაპარაკი არ არის შეზღუდული რესურსების გამო, თუმცა ხაზს უსვამს იმასაც, რომ არსებული პოლიტიკური მოცემულობა უნდა შეიცვალოს.

„უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი, მუდმივი დესტრუქცია, მედიატერორი, ბელადომანია და ხალხსი ერთანეთზე გადაკიდება, მანქურთიზაცია და ბრძოლა ქართულ იდენტობასთან, ღირსებასთან, ეკლესიასთან. რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ნაცმოძრაობის პროვოცირებული და ოცნების უსუსურობიტ შემქნილი პოლიტიკური მოცემულობა.

ცხრა აპრილიდან დაიწყება ეს პროცესები, რომ ხალხის ჩართულობით, უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ერქმევა აი ია, დაფუძნდება ეს მოძრაობა მალე. ხალხის კარნახით უნდა შევქმნათ ახალი ძალა. ესაა ჩემი ნაფიქრი და რამდენად შევძლებთ ამას, ვნახავთ - ძნელია ამ მოცემულობაში, ერთი პატარა სტუდიიდან,  რომელსაც არც ფინანსები გააჩნია და არც არანაირი შესაძლებლობა, ვინაიდან იცით, პოლიტიკას რა და როგორი რესურსები სჭირდება ყველა მხრიდან", - აცხადებს გაჩეჩილაძე.

გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" დღეს აქცია-მარში გამართა ოპოზიციის წინააღმდეგ და "პოლიტიკური ნაგვის გატანა" მოითხოვა.

"უცნობმა" მის მიერვე ორგანიზებულ "ინტელექტუალურ შეკრებაზე" ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტს "ღმერთი სიყვარულია" წააწერა.


close დახურვა