logo
ENG



ინსპექტორი აქციაზე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იძიებს

12 აპრ 202117:37
3 წუთის საკითხავი
clock 785
2021/04/12/icvvik6so7sre3g.jpg

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აფხაზეთის მთავრობასთან გამართულ აქციაზე, სამართალდამცავების მხრიდან, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის  ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის  ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

განცხადების მიღების შემდგომ, დაუყოვნებლივ განხორციელდა განმცხადებელთან კომუნიკაცია გამოკითხვის მიზნით, თუმცა მისი სურვილით საგამოძიებო მოქმედება გადაიდო შემდეგი დღისთვის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ საქმეზე ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ვკითხულობთ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფხაზეთის მთავრობასთან სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთ დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.

ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგადაც სამართალდამცავებმა 6 აქტივისტი დააკავეს. 

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ მათზე ფიზიკურად იძალადა. 


close დახურვა