logo
ENG



ომბუდსმენი ირაკლი ჯინჭარაძეზე: სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დავიწყეთ

13 აპრ 202102:06
3 წუთის საკითხავი
clock 1117
ომბუდსმენი ირაკლი ჯინჭარაძეზე: სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დავიწყეთ

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

საქმე ეხება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას. 

"სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო", - წერს ლომჯარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან ტელევიზიიდან გაიგო. ჯინჭარაძე მომხდარს მის მიერ გამოხატულ პროტესტს უკავშირებს, როდესაც შპს ბათუმი თაუერისთის პლაჟის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას შეეწინააღმდეგა.


close დახურვა