logo
ENG



აშშ-მა Johnson & Johnson-ის გამოყენება დროებით შეაჩერა, მიზეზი თრომბული გვერდითი მოვლენაა

13 აპრ 202115:18
3 წუთის საკითხავი
clock 2022
2021/04/13/u7ua1ce01wr71st.png

ამერიკის ჯანდაცვის სფეროს სახელისუფლებო წარმომადგენლებმა 13 აპრილს Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების დაუყოვნებლივ შეჩერების განკარგულება გასცეს, აცრის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში ექვს ბენეფიციარს იშვიათი აშლილობა დაუდასტურდა, რომელიც თრომბთან არის დაკავშირებული.

ექვსივე ვაქცინირებული 18 -დან 48 წლამდე ქალია. ოფიციალური უწყებების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე ქალი კი ნებრასკას შტატიდან კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ამ დრომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში Johnson & Johnson-ის ვაქცინით 7 მილიონამდე ადამიანია აცრილი, შტატებში კი დამატებით 9 მილიონი დოზა ვაქცინაა განაწილებული.

ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ ვაქცინის დროებით შეჩერება "უკიდურესი სიფრთხილის" გამო გადაწყდა. 


close დახურვა