logo
ENG


ხაზარაძე მელიაზე: პოლიტიკოსები წყვეტენ ვინ დაიჭირონ, ნოტარიუსად ქცეული სასამართლო აფორმებს
  • 980ნახვები

დღეს, კიდევ ერთხელ დავინახეთ პოლიტიკურად მართული მართლმსაჯულება - ოცნების სასამართლო და პროკურატურა. ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ, სადაც პოლიტიკოსები წყვეტენ ვინ და როდის უნდა დაიჭირონ. ნოტარიუსად ქცეული სასამართლო კი აფორმებს ამ გადაწყვეტილებებს. ქართულ ოცნებას არ უნდა ქვეყანაში სტაბილურობა, მას არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში, მას სჭირდება პოლარიზება რათა თავისი მმართველობის კრახი გადააბრალოს სხვას, ამ შემთხვევაში ოპოზიციას. დღევანდელი გადაწყვეტილება, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კრიზისი გაღრმავდეს. ქართულმა ოცნებამ დღეს უარი განაცხადა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მითითებაზე, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება. მმართველი ძალა ყველა ფანჯარას ხურავს...

ასე გამოეხმაურა პარტია ლელო-ს ერთერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას



ასევე ნახეთ
close დახურვა