logo
ENG



იაგო ხვიჩია ძალადობის მსხვერპლ ქალს "მტკიცებულებების გარეშე ტალახის სროლაში" ადანაშაულებს

14 აპრ 202117:14
3 წუთის საკითხავი
clock 19194
2021/04/14/hh90ucm5eh53g4n.jpg

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ყოფილ ცოლზე, ასევე მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე ძალადობას ეხმაურება და მტკიცებულებების გარეშე ბრალდებებს გმობს. 

ხვიჩიამ თქვა, რომ მართალია რობერტ სტურუა, რომელიც მსხვერპლ ქალს სიცრუეში ადანაშაულებს. 

"Me too კამპანია აუგორეს მის [რობერტ სტურუას] ერთ-ერთ მსახიობს, მისმა ცოლმა თქვა, რომ 11 წლის წინ მცემდაო, რობერტ სტურუამ [თქვა], 30–იანი წლების რეპრესიები “მოხოდესქალებმაო”. მართალია რობერტ სტურუა, ზოგადად.

ადრე კაცებს, ცოლს რომ შორდებოდნენ, აბრალებდნენ, გეია ეს კაციო. ახლა მაგას ვერ შვებიან

Me Too კამპანიები არის ბოროტება იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება თავის დაცვა. სასამართლო პროცესია, სადაც თავის დაცვის საშუალებას არ გაძლევენ, “პროსტა” გლანძღავენ. შეიძლება პირველწყარო მისი სამართლიანი ან უსამართლო იყოს, მაგრამ თვითონ ფორმა Me too კამპანიების არის მიუღებელი, ამაზრზენი და ჩემი აზრით, ყველა ნორმალური ადამიანი უნდა გაემიჯნოს.

ცუდი რჩევა მისცეს დაქალებმა, ჩემი აზრით. მტკიცებულებების გარეშე ტალახის სროლა ყოფილ ქმარზე, რაც არის ამაზრზენი საქციელი. 11 წლის მერე ამას როცა იწყებ და არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, როგორ უნდა იმართლოს მოწინააღმდეგემ თავი, იქნებ გაჩალიჩება გინდა?!". - თქვა იაგო ხვიჩიამ

ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინ განვითარებული მოვლენები რუსთავი 2-ის ეთერში გაიხსენა. მან თქვა, რომ ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური მას სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის, ორსულობის დროს და შემდგომში, ბავშვის თანდასწრებითაც. 

როგორც მაყაშვილმა თქვა, ყოფილი ქმრისგან ძალადობის ამბავს ახლა ყვება იმიტომ, რომ აღარ ეშინია და უნდა, ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებს მაგალითი მისცეს. 

რუსთველის თეატრმა, რომლის დასშიც ზანგური ირიცხება, განაცხადა, რომ ძალადობას გმობს, მაგრამ მსახიობის გათავისუფლებას არ აპირებს. 

ბესო ზანგურს მხარდაჭერა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამაც გამოუცხადა და თქვა, რომ "ქალებმა დაიწყეს 1937 წლის რეპრესიები". 


close დახურვა