logo
ENG



სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოშია

15 აპრ 202114:11
3 წუთის საკითხავი
clock 685
2021/04/15/9l0248e6aq5lsk9.jpg

თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია.

მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე დახვდნენ.

არმენ სარქისიანისა და ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ზურაბიშვილის გარდა, სარქისიანი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

გარდა ამისა, სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.


close დახურვა