logo
ENG



სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

15 აპრ 202120:26
3 წუთის საკითხავი
clock 469

ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდნენ, მოსამართლის გადაწვეტილებას ხმაურით შეხვდნენ დაკავებულების ოჯახის წევრები.


close დახურვა