logo
ENG



ავლაბარში, საქართველოს ბანკიდან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მძევალი გამოიყვანეს

16 აპრ 202114:05
3 წუთის საკითხავი
clock 312

ავლაბარში, საქართველოს ბანკიდან, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მძევალი გამოიყვანეს. კადრში ჩანდა კაცი, რომელიც შენობიდან გამოვიდა და სამართალდამცველებმა პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

ადგილზე არიას სამართალდამცავები, მედიას შემთხვევის ადგილთან ახლოს მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. 

ავლაბრის მეტროსთან მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი ცოტა ხნის წინ შეიჭრა. ადგილზე არიან პოლიციელები და სპეცრაზმელები. 

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა. ერთ-ერთი სამართალდამცველის თქმით, ავლაბრის მეტრო დაკეტილია და ტერიტორიიდან ხალხი გაყავთ. 

ფორმულა ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.


close დახურვა