logo

სვანეთში კომენდანტის საათის დროს პოლიციელებს სცემეს

18 აპრ 202113:05
3 წუთის საკითხავი
clock 9556

ზემო სვანეთში, სოფელ ხაიშში კომენდანტის საათის დროს პოლიციელებს სცემეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა პატრულირებისას მოქალაქეები გააჩერეს და შინ დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. დაკავებულია სამი პირი.

close დახურვა