logo
ENG



ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აჭარაში მოსახლეობას შეხვდნენ

18 აპრ 202114:13
3 წუთის საკითხავი
clock 1098

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აჭარაში მოსახლეობას შეხვდნენ. 

მათ მოქალაქეებს თბილისში 15 მაისს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს. 

პოლიტიკოსები ხალხს ერთ-ერთ ბაზრობაზე შეხვდნენ, დაარიგეს ბუკლეტები. 

"ამ კამპანიის ფარგლებში საზოგადოებას ველაპარაკებით, რომ გავიგოთ, როგორია მათი განწყობა ამ პოლიტიკურ კრიზისთან მიმართებაში, რომ შემდგომში მათი განწყობა და მოსაზრებები გამოვიყენოთ სამომავლო სტრატეგიის დაგეგმვაში. ასევე, ვაცნობთ ინფორმაციას 15 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. დამოკიდებულება, რასაკვირველია, არის შერეული. ამომრჩეველს და ხალხს სჭირდება დარწმუნება და მეტი ინფორმაცია და ეს არის ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების მთავარი ვალდებულება". - თქვა ლელოს წევრმა, საბა ბუაძემ. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაწილი ბათუმის ბულვარის დასაცავად დაგეგმილ აქციას შეუერთდება. 


close დახურვა