logo
ENG



ჯაფარიძე: დოკუმენტი ცალსახად არის უკეთესი, ზოგადად, არ მომწონს

18 აპრ 202121:09
3 წუთის საკითხავი
clock 996
ჯაფარიძე: დოკუმენტი ცალსახად არის უკეთესი, ზოგადად, არ მომწონს
ფორმულა

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტი, წინასთან შედარებით, ცალსახად უკეთესია, თუმცა, ზოგადად, არ მოსწონს.

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, ჯერ კონსულტაციებს გაივლის და შემდეგ გადაწყვეტს, მოაწერს თუ არა დოკუმენტს ხელს.

"დოკუმენტი ცალსახად არის უკეთესი, ვიდრე წინა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბევრად უფრო გასაგები მექანიზმია ჩადებული. ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას, არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა, თუმცა აქ კარგი ის არის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი კარგად არის გაწერილი. ხელის მოწერაც რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს. გვითხრეს, რომ ჩვენ გვექნება დრო, რომ ვიფიქროთ და მათ შორის ერთმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები, ამიტომ რასაც ვაპირებ, არის ის, რომ წავიდე, პარტიაში მქონდეს კონსულტაციები, სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას", - თქვა ჯაფარიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს. რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.  


close დახურვა