logo
ENG



ქართული ოცნება: ვიმსჯელებთ 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე

19 აპრ 202112:27
3 წუთის საკითხავი
clock 419
ქართული ოცნება: ვიმსჯელებთ 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნება აცხადებს, რომ გუნდთან ერთად განიხილავს დასავლელი მედიატორების მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს, მათ შორის იმ ნაწილსაც, სადაც რიგგარეშე არჩევნები და თვითმმართველობის არჩევნებში 43%-იანი მაჩვენებელია ასახული. 

ოცნების განცხადებაში წერია, რომ ისინი იმსჯელებენ ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე 43%-მდე, რომელიც, მათი მტკიცებით, "კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად".  

მედიატორების 18 აპრილის დოკუმენტში ნათქვამია, რომ რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 

და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია - ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. 


close დახურვა