logo
ENG



აქტივისტები: ვადამდელის გარეშე დოკუმენტი ევროატლანტიკურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება

19 აპრ 202113:08
3 წუთის საკითხავი
clock 647
2021/04/19/rxmt4jh0yb5cs1t.jpg

მოძრაობა საქართველოსთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "ვადამდელი არჩევნების გარეშე ყველა დოკუმენტი, ეწინააღმდეგება სწორედ ევროატლანტიკურ ღირებულებებს".

"ჩვენ უნდა დავიცვათ სწორედ დასავლური დემოკრატია საქართველოში, რაც გამორიცხავს გაყალბებულ არჩევნებზე შეგუებას! ვადამდელი არჩევნების გარეშე ყველა დოკუმენტი, ეწინააღმდეგება სწორედ ევროატლანტიკურ ღირებულებებს!  თუ ეს პოლიტიკური კლასი ვერ პასუხებს ქართველი ხალხის ძირითად მოთხოვნებს, ის აუცილებლად შეიცვლება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს.

დოკუმენტის ერთერთ პუნქტში წერია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ხელმომწერებმა შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს.

კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ


close დახურვა