logo

გიორგი მუმლაძის ძმა: სამსახურიდან ძმის აქტივისტობის გამო გამათავისუფლეს

29 აპრ 202113:28
3 წუთის საკითხავი
clock 361

მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია - შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ გიორგი მუმლაძის ძმის, სიმონ მუმლაძის, გათავისუფლებას და ითხოვენ მარნეულის მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას.

სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის, ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას მარნეულში პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ.  სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, გუშინ კი მას უთხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.

„მიზეზი, რა თქმა უნდა, მითხრეს - ჩემი ძმის გამო ხდება. მეორე დღეს დირექტორმა გადათქვა, რომ თითქოს საწარმოს აღარ ვჭირდები. ეს არის სრული სისულელე. მერია იყო საფუძვლად, მაგრამ ახლა უარყო და იძახის, რომ მისი გადაწყვეტილებაა", - ამბობს სიმონ მუმლაძე.

ძმის გათავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა გიორგი  მუმლაძისთვის. როგორც ის ამბობს, დევნა მისი ოჯახისთვის ახალი არ არის.

ქართული ოცნება ცდილობს, რომ ყველაფერი მიმართოს იმათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება მათ რეპრესიულ და რუსულ პოლიტიკას. ეს არის დევნის ახალი ტალღა - მათ გაამკაცრეს კანონმდებლობა. ჩემთვის უკვე მეორე შემთხვევაა ეს. ერთ ძმას გავრილოვის პროცესების დროს უშვებდნენ სამსახურიდან. ახლაც აქტიურია გავრილოვის ღამის ამნისტია და მეორე ძმას უშვებენ. 

ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანთან შეხვედრა, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს დირექტორი ზონდერია და სუს-ის წარმომადგენელი, დავალებებს ასრულებს, დევნის ადამიანებს", - ამბობს გიორგი მუმლაძე. 

close დახურვა